"განვიხილეთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ ჟურნალისტების დასაცავად" | ლექსმანი ნიკა გვარამიასთან შეხვედრაზე

გამოქვეყნდა:

"განვიხილეთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ ჟურნალისტების დასაცავად", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა Twitter-ზე დაწერა და "მთავარი არხის" დამფუძნებელთან, ნიკა გვარამიასთან შეხვედრას გამოეხმაურა.

"მედიის თავისუფლება მოქმედი დემოკრატიისთვის გადამწყვეტია. ამიტომაც, ვართ ნიკა გვარამიასთან ერთად და ჩემმა კარგმა კოლეგებმა და საქართველოს მეგობრებმა განვიხილეთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ ჟურნალისტების დასაცავად, მედიის პლურალიზმისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად, - წერს ლექსმანი. 

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში, ევროპარლამენტში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ნიკა გვარამია ევროდეპუტატებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საქართველოში არსებული მედიაგარემო, პოლიტიური დევნა და ის პროპაგანდა იყო, რომელსაც "ოცნების" ხელისუფლება თავისუფალი მედიისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ იყენებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი