
მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპლაიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო ზონებში განათავსებეს უზრუნევლყოფენ. ამის შესახებ ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. მთავრობა მუშაობს, რომ საკარანტინო ზონებად ადგილობრივი სასტუმროებიც გამოაცხადოს.
ეპიდემიის ფართოდ გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო ზონებში განათავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს გავილის 14-დღიან სავალდბეულო კარანტის, - თქვა მთავრობის წარმომადგენელმა.
მთავრობის წარმომადგენელმა, მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში მოუწოდა, რომ ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ტესტირების მიზით მიმართონ ცხელების ცენტრებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი დღეს, 10 აგვისტოს გამოცხადდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან 17 ერთ ადამიანთან კონტაქტია და ისინი მესტიდან არიან.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, დადასტურებული შემთხვევებიდან 1 სოფელ გაჩიანიდანაა, 1 სამედიცინო პერსონალია, 5 იმპორტირებული შემთხვევაა, 1 პაციენტი აფხაზეთიდანაა გადმოყვანილია, ხოლო კიდევ 1 კონტაქტების მოძიება ამჟამად მიმდინარეობს.