ეს არ არის ეპიდემიის შესაძლო პიკი, რომელსაც შემოდგომაზე ველოდებით - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯკანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსისი მეორე ტალღა და პიკი არ არის. ამ თემაზე მან კითხვას საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

ის მოლოდინები, რომელზეც მოსახლეობას აქვს განცდა, რომ ეს არის მეორე ტალღა და შესაძლო პიკი, ეს არ გახლავთ ის შესაძლო პიკი, რომელსაც ჩვენ ველოდებით შემოდგომაზე. კვლავ ვადასტურებ, რომ ისევე როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანა, ჩვენც ველოდებით გამწვავებებს, - თქვა ეკატერინა ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით,  მესტიის მუნიციპალიტეტი, სავარაუდოდ, 28 დღით ჩაიკეტა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი დღეს, 10 აგვისტოს გამოცხადდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან 17 ერთ ადამიანთან კონტაქტია და ისინი მესტიდან არიან. 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, დადასტურებული შემთხვევებიდან 1 სოფელ გაჩიანიდანაა, 1 სამედიცინო პერსონალია, 5 იმპორტირებული შემთხვევაა, 1 პაციენტი აფხაზეთიდანაა გადმოყვანილია, ხოლო კიდევ 1 კონტაქტების მოძიება ამჟამად მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი