"ბერდიანსკის მიმართულებით წინ მივიწევთ" | უკრაინის თავდაცვა

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალები ბერდიანსკის მიმართულებით წინ მიიწევენ და ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. ამის შესახებ ტავრიის ფრონტის თავდაცვის ძალების სპიკერმა, ვალერი შერშენმა განაცხადა.

"მელიტოპოლის მიმართულებით ვითარება უცვლელია, მაგრამ ბერდიანსკის მიმართულებით ჩვენ გვაქვს წინსვლა, ფრონტის ხაზის გასწვრივ ერთ კილომეტრამდე წინ წავიწიეთ. ბერდიანსკის მიმართულებით ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. რუსული ძალები ავდიივკასა და მარინკას მახლობლად აქტიურად მოქმედებენ. ამ მიმართულებით ოკუპანტებმა ერთ დღეში 22 შეტევა განახორციელეს, მარინკას მხარეს - 15," - თქვა შერშენმა.

მისივე თქმით, რუსული ძალები ავდიივკასა და მარინკას მახლობლად უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე შტურმით შეჭრას ცდილობენ.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი