თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის, ადამ ჰოჯის განცხადებით, რუსეთი შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე შესაძლო თავდასხმისთვის ემზადება.
როგორც ჰოჯი აცხადებს, კრემლმა უკრაინის პორტების მისადგომებთან დამატებითი საზღვაო ნაღმები განათავსა.
"ჩვენი ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინის პორტების მისადგომებთან რუსეთმა დამატებითი საზღვაო ნაღმები განათავსა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის კოორდინირებული ძალისხმევა შავ ზღვაში განხორციელებული ნებისმიერი თავდასხმის გასამართლებლად და ამ თავდასხმების უკრაინისთვის გადასაბრალებლად", - ამბობს ჰოჯი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმება სამშაბათს, 18 ივლისს დატოვა. მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განაცხადა, რომ ნებისმიერი გემი რომელიც უკრაინული პორტებისკენ გაემართება, აღქმული იქნება როგორც პოტენციური სამხედრო სამიზნე. იხილეთ: