რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გასული ღამის განმავლობაში უკრაინამ ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე 17 უპილოტო საფრენი აპარატით სცადა "ტერორისტული შეტევა."
უწყება კონკრეტულ ობიექტებს არ ასახელებს, თუმცა, ამტკიცებს, რომ 17 დრონიდან 14 რადიოელექტრონული საშუალებებით ჩაახშეს. მათგან 11 შავ ზღვაში ჩავარდა, 3 - ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე, დამატებით 3 დრონი კი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით გაანადგურეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, "აღკვეთილ ტერაქტს მსხვერპლი არ მოჰყოლია".
ამავე თემაზე ნახეთ: