"უკრაინა ამ კვირაში კასეტური საბრძოლო მასალების გამოყენების შესახებ აშშ-ს ანგარიშს წარუდგენს" | რეზნიკოვი

გამოქვეყნდა:

"უკრაინა ამ კვირაში კასეტური საბრძოლო მასალების გამოყენების შესახებ აშშ-ს ანგარიშს წარუდგენს", - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ამ ანგარიშის მიღებას თავადაც ელოდება. მისი თქმით, უკრაინამ პენტაგონის წინაშე ასეთი ანგარიშების წარდგენის ვალდებულება აიღო. 

''ვიმედოვნებ, ეს საბრძოლო მასალები უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ჩვეულებრივები. განსაკუთრებით, საარტილერიო სისტემების წინააღმდეგ'', - აცხადებს რეზნიკოვი. 

შეგახსენებთ, უკრაინამ გასულ კვირას ამერიკისგან კასეტური საბრძოლო მასალები მიიღო და მათი გამოყენება ბრძოლის ველზეც დაიწყო.  ცნობისთვის, უკრაუნულ მხარეს კასეტური იარაღთი  ამ დრომდე არ გამოუყენებია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი