ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე, გერმანიის ხელისუფლებამ 17 მოთხოვნა გააგზავნა რუსეთში ინფორმაციის გამოსათხოვად, თუმცა უშედეგოდ.
თავის მხრივ რუსეთის სერგეი ლავროვი ამბობს, რომ მათ ყველა ის ინფორმაცია მიაწოდეს გერმანიას, რისი მიწოდებაც ამ დროისთვის იყო შესაძლებელ.

შეგახსენებთ, ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც საქართველოს მოქალაქე იყო, გასულ წელს გერმანიაში, ბერლინის პარკში მოკლეს. ამ საქმეზე გერმანიაში რუსეთის მოქალაქე დააკავეს,  ხოლო გერმანელმა პროკურორებმა თქვეს, რომ მკვლელობა რუსეთის ხელისუფლებამ შეუკვეთა.

ჰეიკო მაასიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ შედეგი დადგება, თუ კი დადასტურდა, რომ მკვლელობა რუსეთის ხელისუფლების დაკვეთაა.

„სასამართლოს გადასაწყვეტია რა ვერდიქტი დადგება, სწორედ ეს გახდება ჩვენი რეაქციების საფუძველიც. თუ კი დადასტურდება რუსეთის ხელისუფლების ჩართულობა მკვლელობაში - უნდა ელოდოთ შემდგომ ნაბიჯებს“ - თქვა გერმანიის საგარეო მინისტრმა.

რუსეთის საგარეო მინისტრი ლავროვი კი ამბობს, რომ ბერლინმა მტკიცებულებები უნდა წარადგინოს, იმის დასადასტურებლად რომ რუსეთის ხელისუფლების დაკვეთითაა მკვლელობა ჩადენილი.

აღსანიშნავია, რომ სერგეი ლავროვი და ჰეიკო მაასი 11 აგვისტოს მოსკოვში შეხვდნენ ერთმანეთს. მოლოდინი იყო, რომ მათი საუბრის ძირითადი თემა ნორდ სტრიმის გაზსადენი იქნებოდა.

შეგახსენებთ, ნორდ სტრიმ 2 ბალტიის ზღვაში შენდება; ეს პროექტი საშუალებას მისცემს რუსეთს პირდაპირი გზით, უკრაინის გვერდის ავლით, როგორც ეს ახლა ხდება, გაზი მიაწოდოს გერმანიას. ეს უკრაინისთვის სერიოზული მატერიალური დანაკლისი იქნება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი