უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა, ანდრეი კოვალევმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ჯარებმა სამხრეთ ფრონტზე, სტარომაიორსკის მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს.
"[უკრაინულმა ჯარებმა] წარმატებას მიაღწიეს სტარომაიორსკოგოს მიმართულებით. ისინი ამაგრებენ მიღწეულ საზღვრებს. მტერი აგრძელებს ძლიერ წინააღმდეგობას, ახორციელებს თავისი შენაერთების მოძრაობას, იყენებს რეზერვებს", - ამბობს კოვალევი.
მისი თქმით, უკრაინის დამცველები წინ მიიწევენ ბახმუტთანაც და შეტევით მოქმედებებს აგრძელებენ ქალაქის ჩრდილოეთით და სამხრეთით. როგორც გენშტაბის წარმომადგენელი ამბობს, ანდრეევკას მახლობლად მტერი იძულებული გახდა, რომ პოზიციები დაეტოვებინა.
ასევე ნახეთ: