"NATO ერთიანია... მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის დახმარების გაძლიერებას და რეგიონში სიფხიზლეს ზრდიან", - ამის შესახებ ჩრდილო-ატლანტური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი NATO-უკრაინის საბჭოს სხდომის შემდეგ Twitter-ზე წერს.
"NATO-უკრაინის საბჭოს მნიშვნელოვანი შეხვედრა. ვგმობთ მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლას, მის მიერ შიმშილის იარაღად გამოყენებას და შავ ზღვაში მის სახიფათო ქმედებებს. NATO ერთიანია - მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის დახმარების გაძლიერებას და რეგიონში სიფხიზლეს ზრდიან", - წერს სტოლტენბერგი.