კრივოი როგში დაჭრილთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა | მათ შორის 3 ბავშვია

გამოქვეყნდა:

კრივოი როგზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაჭრილთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ქალაქის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ვილკულმა ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

უწყების ცნობით, დაჭრილებს შორის სამი ბავშვია. სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება და ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ.

​ცნობისთვის, რუსეთის ძალები დღეს კრივოი როგს, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტებით დაესხნენ. მათგან ერთი მაღალსართულიან კორპუსს მოხვდა, ხოლო მეორე საგანმანათლებლო დაწესებულებას. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და დაღუპულების ახლობლებს მიუსამძიმრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი