კრივოი როგში დაჭრილთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა | დაიღუპა 5 ადამიანი, მათგან ერთი ბავშვია

გამოქვეყნდა:

დნეპროპეტროვსკის ოლქში, კრივოი როგზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია.

სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება და ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ. სამაშველო ოპერაციაში 350-ზე მეტი ადამიანია ჩართული .

"ამ დროისთვის ჩვენ ვიცით ხუთი დაღუპულის შესახებ, მათ შორის ბავშვი და მისი დედა. ვუსამძიმრებ ოჯახებს. ათობით ადამიანი დაშავებულია და ტრავმირებულია, ყველას ეძლევა საჭირო დახმარება." -  წერს კრივოი როგის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე ვილკული 

ცნობისთვის, რუსეთის ძალები დღეს კრივოი როგს, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტებით დაესხნენ. მათგან ერთი მაღალსართულიან კორპუსს მოხვდა, ხოლო მეორე საგანმანათლებლო დაწესებულებას. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და დაღუპულების ახლობლებს მიუსამძიმრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი