როგორ შეცვალა კორონავირუსმა პოლიტიკური და სოციალური პრეფერენციები საქართველოში? - IRI-ის კვლევა

გამოქვეყნდა:

როგორ შეცვალა კორონავირუსის ეპიდემიამ პოლიტიკური და სოციალური პრეფერენციები საქართველოში? ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი სწორედ საგანგებო რეჟიმის დასრულების პერიოდში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

მონაცემები ცალსახაა - მოსახლეობა კმაყოფილია ეპიდემიის დასრულებით, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობისთვის კორონავირუსთან ბრძოლა მძიმე ეკონომიკურ პრობლემებში გადაიზარდა. IRI-ის კვლევაში არის პოლიტიკური ნაწილიც, სადაც რიცხვები მიანიშნებს, რომ გაზრდილია მედიკოსების ცნობადობა და მოქალაქეებს კარგად ახსოვთ ხელისუფლების დაპირებები, რომლებიც ამ დრომდე არ შესრულებულა. 

მომდევნო კვირა დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს:

  • "ქართული ოცნება" - 33 % - პირველი არჩევანი, 2 % მეორე არჩევანი;
  • "ნაციონალური მოძრაობა" - 16 % პირველი არჩევანი,- 4% მეორე არჩევანი;
  • "ევროპული საქართველო" - 5% პირველი არჩევანი - 6 % მეორე არჩევანი;
  • "ახალი საქართველო - სტრატეგია აღმაშენებელი" - 3% პირველი არჩევანი - 4 % მეორე არჩევანი;
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 3% პირველი არჩევანი - 5 % მეორე არჩევანი;
  • "ლეიბორისტული პარტია" -2% პირველი არჩევანი - 4 % მეორე არჩევანი;
  • "სამოქალაქო მოძრაობა" [ალეკო ელისაშვილის პარტია] - 2% პირველი არჩევანი - 3% მეორე არჩევანი;
  • "ლელო საქართველოსთვის" - 2% პირველი არჩევანი - 3 % მეორე არჩევანი;
  • "გირჩი" - 2% პირველი არჩევანი - 1% მეორე არჩევანი;
  • კითხვაზე პასუხი არ აქვს 17 %-ს, პასუხის გაცემაზე უარი თქვა 11%-მა.

რომელ პარტიას არ დაუჭერდით მხარს არცერთ შემთხვევაში? 

  • "ნაციონალური მოძრაობა" - 29%;
  • "ქართული ოცნება" - 25%;
  • "გირჩი" - 16%;
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 12%;
  • "ლეიბორისტული პარტია" - 9%;
  • "სამართლიანობისთვის" - 9%;
  • "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" - 9%;
  • "ევროპული საქართველო" - 7%;
  • "კონსერვატიული პარტია" - 6%;
  • "გამარჯვებული საქართველო" - 6%;
  • "ლელო საქართველოსთვის" - 6%;
  • "ახალი საქართველო - სტრატეგია აღმაშენებელი" - 5%;
  • "თავისუფალი საქართველო" - 5%;
  • "რესპუბლიკური პარტია" - 4%;
  • "სამოქალაქო მოძრაობა" [ალეკო ელისაშვილის პარტია] - 4%;
  • სხვა - 1%;
  • კითხვაზე პასუხი არ აქვს 18%-ს;
  • პასუხის გაცემაზე უარი თქვა 11%-მა.

 საჯარო პირების შეფასება: კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე მეტის, 89%-ის კეთილგანწყობილებით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II სარგებლობს, ყველაზე ნაკლების, 13%-ის კი პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. ილია II-ს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გამოკითხულთა მხოლოდ 6%-ს აქვს. 

კითხვაზე, რომელ ქართულ ტელევიზიას ენდობით ყველაზე მეტად (აქ გამოკითხულებს საშუალება ჰქონდა პირველი და მეორე არჩევანი გაეკეთებინათ), კვლევაში მონაწილეთა 40% პირველ არჩევანად ასახელებს "იმედს", 16% კი "მთავარ არხს", მესამე ადგილას პირველ არჩევანში არის "რუსთავი 2" 14%-ით, ხოლო მეოთხეზე "ტვ პირველი" 8%-ით, საზოგადოებრივ მაუწყებელს კი, ინფორმაციის პირველწყაროდ, მხოლოდ გამოკითხულთა 2% მიიჩნევს. 

ქართული ჯარი, საპატრიარქო და მედია - საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის კვლევის შედეგებით ირვევა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა სწორედ ამ სამი ინსტიტუციის/ორგანიზაციის მუშაობის მიმართაა კეთილგანწყობილი. 

კითხვაზე, რამდენად კმაყოფილი ხართ მთავრობის რეაგირებით COVID-19-თან მიმართებით, გამოკითხულთა 41% პროცენტი ძალიან კმაყოფილია, 38% - ნაწილობრივ კმაყოფილია, 13 % - ნაწილობრივ უკმაყოფილო, ხოლო 7% ძალიან უკმაყოფილო.

კვლევის შედეგებს პოლიტიოკსები აფასებენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კვლევაში ჩანს ტენდენცია, რომ "ოცნების მხარდაჭერა" გაზრდილია. საპირისპიროს ამბობენ ოპოზიციაში - აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხარდაჭერა შემცირდა და აქვთ შანსი დაამარცხონ "ქართული ოცნება" და შექმნან კოალიცია პარლამენტში.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი