მწერალთა სახლი შინაარსობრივად და სულისკვეთებით კვლავ მწერალთა კავშირის საბჭოთა პოზიციებს დაუბრუნდა - ამაღლობელი

გამოქვეყნდა:

პოეტი რატი ამაღლობელი მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას ეხმაურება და წერს, რომ კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით მწერალთა სახლი შინაარსობრივად და სულისკვეთებით კვლავ მწერალთა კავშირის საბჭოთა პოზიციებს დაუბრუნდა. მისი თქმით, ცალ-ცალე ინსტიტუტების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა კიდევ უფრო დაგვაცალკევებს.

"ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიტაცებულია, ყველგან ვიწრო პარტიულმა ინტერესმა ჩაანაცვლა აქამდე არსებული. ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით მწერალთა სახლი შინაარსობრივად და სულისკვეთებით კვლავ მწერალთა კავშირის საბჭოთა პოზიციებს დაუბრუნდა. ვფიქრობ დღეს ცალ-ცალე ინსტიტუტების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა კიდევ უფრო დაგვაცალკევებს.

გამოსავალი ამ 12-წლიანი ერთპარტიული მონოპოლიის შეცვლა იქნებოდა. ძირეული ცვლილებების გარეშე არათუ დამოუკიდებელი ინსტიტუციებს, არამედ მთლიანად საქართველოს, როგორც სახელმწიფოსაც დავკარგავთ. უფრო მეტი ძალისხმევით უნდა ვისაუბროთ ახალ ალტერნატივებზე კულტურაში, განათლებაში, ეკონომიკაში. შევქმნათ ახალი დღისწესრიგი, ახალი გაერთიანებები, სადაც საკუთარ თავს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მკაფიოდ დაინახავენ. ასეთი გაერთიანებებისაა მომავალი", - წერს ამაღლობელი.

მწერალთა სახლს, 4 სექტემბრიდან, ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. სამინისტროს ცნობით, მინისტრ თეა წულუკიანის ბრძანება უკვე გამოიცა. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი