"დღეს მებრძოლებთან შეხვედრები მელიტოპოლის მიმართულებით გავაგრძელეთ", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.
დღეს ჩვენ მუშაობა და ჩვენს მებრძოლებთან შეხვედრები მელიტოპოლის მიმართულებით გავაგრძელეთ.
ვესტუმრე პოლკოვნიკ პეტრო ბოლბოჩანის მე-3 ოპერატიულ ბრიგადას. ბრიგადა მონაწილეობდა საბრძოლო მისიებში დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, ხარკოვის თავდაცვით ბრძოლებში, ხარკოვის მახლობლად სოფლებისა და ქალაქების გათავისუფლებაში... ამჟამად ის ახორციელებს შეტევით ოპერაციებს ზაპოროჟიეს მიმართულებით. ყველაზე პრობლემური საკითხები ბრიგადის მეთაურთან განვიხილეთ.
გმადლობთ, მეომრებო, თქვენი სამსახურისთვის! გმადლობთ, რომ მტერი მოიგერიეთ და ჩვენი მიწა გაათავისუფლეთ!, - წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი გუშინ დონეცკის ოლქში იმყოფებოდა.