თუშეთის სოფელ ომალოში სამი კაცი დაჭრეს. ყველა დაზარალებული კლინიკაშია გადაყვანილი. ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში ქორწილისა და ნათლობის სუფრები იყო გაშლილი, რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ კაცებს შორის სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა. 

ერთ-ერთი დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, მეორე კი ყამბარაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. მესამე კაცი ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო, თბილისში გადაიყვანეს.

ჭრილობები დაშავებულებს ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ძალადობას გულისხმობს. დაკავებულია 1 პირი.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი