18 აგვისტოს დილით რუსეთის ვნუკოვოს, დომოდედოვოს, შერემეტიევოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებში ფრენის შეზღუდვები დაწესდა. რუსული სამთავრობო მედია "რია" საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ ახლა აეროპორტები ნორმალურ რეჟიმში მუშაობენ.
სააგენტო ამბობს, რომ შეზღუდვები უსაფრთხოების გამო მიიღეს. მანამდე მოსკოვის მერმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოსკოვში დრონი ჩამოაგდო.
შეზღუდვების გამო, შვიდი რეისი გადამისამართდა ალტერნატიულ აეროპორტებში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის მცდელობა დილის 04:00 საათზე მოხდა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემების ზემოქმედების შემდეგ დრონმა შეცვალა ტრაექტორია და დაეცა არასაცხოვრებელ შენობაზე კრასნოპრესნენსკაიას სანაპიროს რაიონში.
ქალაქის სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაამატა, რომ დრონის ჩამოვარდნამ ერთსართულიანი პავილიონის ფასადის 20 კვადრატული მეტრი ფართობი დააზიანა. იხილეთ: