მაგნიტსკის გლობალური აქტის ავტორი და სერგეი მაგნიტსკის მეგობარი ბილ ბროუდერი წერს, რომ ე.წ მაგნიტსკის აქტი, სახელწოდებით "შემზღუდავი ზომები ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვანი დარღვევებისა და უფლების ბოროტად გამოყენებისთვის", კომიიის თავმჯდომარეებს გაეგზავნათ.
მაცნობეს, რომ ევროკავშირისთვის შეთავაზებული პროექტი - ე.წ. მაგნიტსკის აქტი, გაეგზავნათ კომისიის დეპარტამენტების თავმჯდომარეებს ევროსაბჭოსგან. რეგულაციის სახელწოდებაა "შემზღუდავი ზომები ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვანი დარღვევებისა და უფლების ბოროტად გამოყენებისთვის".
ამ ტვიტამდე რამდენიმე წუთით ადრე, ბროუდერი ასევე წერდა, რომ ჯერ კიდევ არ იყო შემუშავებული წარდგენილი აქტის ზუსტი სახელწოდება, რადგან მათ სურდათ, ის ენობრივად ხისტი და გამომხატველობითი ყოფილი, "რომელიც მოიცავს კლეპტოკრატიასა და კორუფციას", წერდა ის.
შეგახსენებთ, ეს აქტი მოიცავს იმ პირებზე სანქციების დაწესებას, რომელთაც შელახეს ადამიანის უფლებები ან ჩართული იყვნენ კორუფციულ საქმიანობაში. ე.წ მაგტისკის აქტი საკანონმდებლო დონეზე მიღებული აქვთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადას, ესტონეთს, გიბრალტარს, კოსოვოს, რომელმაც ის 2020 წლის დასაწყისში მიიღო, ასევე ლიეტუვას, ლატვიასა და დიდ ბრიტანეთს.
თავად სერგეი მაგნიტსკი ოდესაში დაიბადა, 9 წლის ასაკში მისი ოჯახში რუსეთში ემიგრირდა. ის იურისტი იყო, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები კორუფციაში ამხილა. ის რუსეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა და 2009 წლის 16 ნოემბერს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემდეგ, ციხეშივე მოკლეს. მაგნიტსკის სიკვდილიდან სამი წლის შემდეგ, აშშ-იმ მის მკვლელობაში მონაწილე პირების მიმართ პერსონალური სანქციები დააწესა, განსხვავებით რუსეთისგან, რომელმაც მაგნიტსკის მკვლელები დააჯილდოვა.
რაც შეეხება ბილ ბროუდერს, ის მაგნიტსკის გლობალური აქტის ავტორია, ამასთან, ცნობილია, როგორც პუტინის კრიტიკოსი, რომელიც ესპანეთში რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე დააპატიმრეს კიდეც, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.
რუსეთს სურდა, რომ ბროუდერი საერთაშორისო ძებნილთა სიაშიც მოხვედრილიყო, თუმცა წითელ ცირკულარში ის ვერ მოხვდა, რადგან მოსკოვმა ვერ შეძლო ინტერპოლისთვის იმის დამტკიცება, რომ მათ პოლიტიკური მოტივი არ ამოძრავებთ.