აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გმობს რუსეთის მიერ ჩერნიგოვის ცენტრზე მიტანილ სარაკეტო იერიშს, რომლის შედეგადაც სულ მცირე 148 ადამიანი დაშავდა, 7 კი დაიღუპა, მათ შორის 6 წლის ბავშვი.
"ჩვენ მკაცრად ვგმობთ კიდევ ერთ საზარელ სარაკეტო თავდასხმას ჩერნიგოვში, უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ ვგლოვობთ ამ ტრაგიკულ დანაკარგს. ჩვენი გული დაღუპულთა ოჯახებთანაა. აშშ ყოველთვის იქნება უკრაინელი ხალხის გვერდით. რუსეთმა ახლავე უნდა დაასრულოს თავისი სასტიკი ომი," - წერს ბლინკენი Twitter-ზე.
ჩერნიგოვზე თავდასხმა დაგმო უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმაც და დაწერა, რომ ამ ტრაგედიას უკრაინელ ხალხთან ერთად გლოვობენ.
ასევე ნახეთ: