ჩერნიგოვზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა

გამოქვეყნდა:

უკრაინული გამოცემა "უნიანის" ცნობით, ჩერნიგოვზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა და 150-ს გადააჭარბა. 

​როგორც რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა, დღეის მდგომარეობით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 156 ადამიანი.

მისივე თქმით, დაშავებულთა უმეტესობამ ამბულატორიული დახმარება მიიღო და სახლში იმყოფება. 41 ადამიანი კი საავადმყოფოში რჩება.

"თუ ვსაუბრობთ მძიმე მდგომარეობაზე, მაშინ 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, ახლა მძიმე მდგომარეობაშია. დანარჩენები სპეციალიზებული განყოფილებების პალატებში არიან საშუალო სიმძიმით", - განაცხადა ჩაუსმა.

შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოს რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში ჩერნიგოვის ცენტრსა და დრამატულ თეატრზე მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის 6 წლის ბავშვი. დაზიანდა 500-მდე შენობა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი