უკრაინა ნიდერლანდებისგან 42 ერთეულ F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებელს მიიღებს | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინა 42 ერთეულ F-16 თვითმფრინავს მიიღებს. ამის შესახებ ნიდერლანდებში ჩასულმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

''დღეს ჩვენ ერთი ნაბიჯი გადავდგით უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. ეს F-16-ებია.
ეს თვითმფინავები გამოყენებული იქნება რუსი ტერორისტების უკრაინის ქალაქებისა და დაბების დასაცავად. მარკ რუტემ და მე მივაღწიეთ შეთანხმებას, F16-ების რაოდენობაზე, რომლებიც გადაეცემა უკრაინას, როგორც კი ჩვენი მფრინავები და ინჟინრები სწავლას დაასრულებენ.'' - წერს სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკი. 

პრეზიდენტმა ასევე ჰოლანდიის მინისტრ მარკ რუტესთან F-16-ის ფონზე გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. ''ისინი უკრაინის ცაში იქნებიან. მადლობა ნიდერლანდებს! გმადლობ, მარკ!'' -თქვა ზელენსკიმ

შეგახსენებთ, დღეს, 20 აგვისტოს ზელენსკი ნიდერლანდებში ჩავიდა.
 

მთავარი არხის საგანგებო ეთერი | ვითარება პარლამენტთან
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი