"საბერძნეთი F-16-ის უკრაინელი პილოტების მომზადებაში მიიღებს მონაწილეობას" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"საბერძნეთი F-16-ის უკრაინელი პილოტების მომზადებაში მიიღებს მონაწილეობას", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტის დროს საუბრობს. ის ქვეყნის პრემიერმინისტრს შეხვდა და Twitter-ზე აუდიენციის 5 შედეგიც გაასაჯაროვა:

  1. საბერძნეთი შეუერთდა საავიაციო კოალიციას. ის მოამზადებს ჩვენს პილოტებს F-16-ების საფრენად. საბერძნეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტსაც ამზადებს;
  2. მე შევთავაზე საბერძნეთს გზები, რომ უკრაინის ახალი შავი ზღვის დერეფნის დაცვაში დაგვეხმაროს, უზრუნველყოს ნაოსნობის თავისუფლება და მარცვლეულის შეუფერხებელი ექსპორტი;
  3. განვიხილეთ საბერძნეთის მონაწილეობა უკრაინის აღდგენაში, მათ შორის ვისაუბრეთ, რომ საბერძნეთს ოდესის აღდგენის შესაძლებლობა მიეცეს;
  4. საბერძნეთის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად G7 დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ, ჩვენ შევთანხმდით გავაგრძელოთ ორმხრივი მოლაპარაკებები უსაფრთხოების გარანტიებზე;
  5. უკრაინა ემზადება წელს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად და მადლობას ვუხდი საბერძნეთს, რომ მხარს გვიჭერს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. განსაკუთრებით მადლობელი ვარ პრემიერმინისტრ მიცოტაკისის უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციაზე დღევანდელი ხელმოწერისთვის.

მე ასევე გულწრფელ მადლობას ვუხდი საბერძნეთს უკრაინა-ბალკანეთის სამიტის მოწვევისთვის, ჩვენი ერთობლივი მუშაობის ფართო ფორმატი ჩვენი ერისა და მთელი ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, - დაწერა ზელენსკიმ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი