"ქართული კინო საფრთხეშია" | ბოიკოტს უკვე 400-ზე მეტი კინემატოგრაფისტი შეუერთდა

გამოქვეყნდა:

"ქართული კინო საფრთხეშია" - ამის შესახებ კინემატოგრაფისტები საუბრობენ, რომლებმაც ეროვნულ კინოცენტრთან ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, "მიტაცებული კინოცენტრის დამოუკიდებლობის დასაცავად გამოცხადებულ ბოიკოტს" კინოს სფეროში მომუშავე სხვადასხვა პროფესიის 400-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა. 

„ეს რიცხვი მეტყველებს კინოს სექტორში არსებული მასშტაბურ პრობლემაზე, რომლის გადასაჭრელადაც კულტურის სამინისტროს არ გადაუდგამს არც ერთი ქმედითი ნაბიჯი.

400-ზე მეტმა კინემატოგრაფისტმა უნდობლობა გამოვუცხადეთ კინოცენტრის არალეგიტიმურ მმართველობას და მივმართეთ ქართული კინოს ისტორიაში პროტესტის უპრეცედენტო ფორმას. მოვითხოვთ, კინოცენტრის დირექტორი იყოს არჩეული სფეროს წარმომადგენლების მიერ“, - ამბობენ ისინი. 

შეგახსენებთ, რომ კინოს სფეროს წარმომადგენლებმა ეროვნულ კინოცენტრს ბოიკოტი 21 აგვისტოს გამოუცხადეს. ისიინი ცენტრის დირექტორის პოზიციის არჩევითობას ითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი