"უკრაინას არაფერი აქვს საერთო რუსეთში ევგენი პრიგოჟინის სიკვდილთან" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"უკრაინას არაფერი აქვს საერთო რუსეთში "ვაგნერის" ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილთან", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს.

"როდესაც უკრაინამ მიმართა მსოფლიოს ქვეყნებს თვითმფრინავებთან დაკავშირებით, ჩვენ ამას არ ვგულისხმობდით. ჩვენ ამასთან არაფერი გვაქვს საერთო. ყველას ესმის, ვინ არის ჩართული", - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერში, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა. 
"როსავიაციამ" დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე, 9 ადამიანთან ერთად თავად პრიგოჟინიც იმყოფებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი