"უკრაინის ჯარების სამხრეთ ფრონტზე ბოლოდროინდელმა მიღწევებმა, შესაძლოა, ანექსირებულ ყირიმში რუსებს უკან დაახევინოს" | კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის ჯარების სამხრეთ ფრონტზე ბოლოდროინდელმა მიღწევებმა, შესაძლოა, ანექსირებულ ყირიმში რუსებს უკან დაახევინოს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრზე, დიმიტრო კულებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მინისტრის თქმით, ეს შესაძლებლობა რეალური ''სტრატეგიულად მნიშვნელოვანი'' ზაპოროჟიას რეგიონში სოფელ რობოტინეს გათავისუფლებამ გახადა. თუმცა, რუსული მხარე აღნიშნავს, რომ სოფელს კვლავ მათი ძალები აკონტროლებენ. 

შეგახსენებთ, უკრაინული მხარე დროებით ოკუპირებულ ყირიმში სახმელეთო ფრონტზე წინ მიიწევს. 24 აგვისტოს, უკრაინული მხარის განცხადებით ნახევარკუნძულზე სპეცოპერაციის ფარგლებში დესანტი გადასხეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი