
"უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, მოსკოვის მახლობლად, ლიუბერცის ოლქში, უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად სარაკეტო ელექტრონიკის საწარმოში ხანძარი გაჩნდა.
როგორც გამოცემა წერს, თავდაცვის სამინისტროდან წყარო უდასტურებს, რომ დრონმა დანიშნულების ადგილს მიაღწია და ტომილინსკის ელექტრონული ქარხნის სამეცნიერო-საწარმოო სახელოსნო ახლაც იწვის.
"GUR-ის [უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო] ოპერაცია წარმატებული იყო, გაგრძელება იქნება," - აცხადებენ სამინისტროში.
ამასთან, უწყებაში უარყოფენ მოსკოვის მერის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მოსკოვში დრონის მორიგი თავდასხმა "წარმატებულად აღკვეთა."
ასევე ნახეთ: