ბლინკენი 6 სექტემბერს უკრაინაში ჩავა

გამოქვეყნდა:

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 6 სექტემბერს უკრაინას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

მას შემდეგ, რაც უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო, ბლინკენი უკრაინაში პირველად ჩადის. ბოლოს სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ერთი წლის წინ იყო. თეთრმა სახლმა ცოტა ხნის წინ შეაფასა უკრაინული ჯარების პროგრესი.  

შეგახსენებთ, 2022 წლის აპრილში ბლინკენი უკრაინას თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად ეწვია. ისინი პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი