დაპირისპირება მესტიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასა და სოზარ სუბარს შორის გუშინ, 14 აგვისტოს, მესტიის ერთ-ერთ სოფელში მოხდა
ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ უკვე მეხუთე დღეა, რაც მესტიის მუნიციპალიტეტი იზოლაციაშია და ისინი საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების მიწოდების შეფერხების საფრთხის წინაშე დგანან.
სერიოზული საფრთხე ექმნება რეგიონში სეზონურ ტურიზმსაც, რაც მესტიის მოსახლეობის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ეპიდვითარების გამწვავების ფონზე მესტიის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვა კი ადგილობრივებს შემოსავლის გარეშე ტოვებს.
მესტიაში მცხოვრები „მთავრთან“ საუბარში ამბობს, რომ სასტუმროები იპოთეკური სესხებით აქვთ აშენებული, რეგიონის იზოლაციაში მოქცევით კი შემოსავალს კარგავენ და შესაბამისად, სესხს ვეღარ დაფარავენ. სწორედ ეს იყო სოზარ სუბარსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების მთავარი მიზეზი.
ქვეყანაში დღეს, 15 აგვისტოს კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დადასტურებული შემთხვევების უმრავლესობა - 9 შემთხვევა სწორედ სვანეთში მოგზაურობას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ მესტიის მუნციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები 10 აგვისტოს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დააწესეს.