"G20-ს საამაყო არაფერი აქვს" - უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი დეკლარაციის ტექსტს აკრიტიკებს

გამოქვეყნდა:

​უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ, დიდი ოცეულის სამიტზე შეთანხმებული დეკლარაცია გააკრიტიკა და მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, რომლებიც დოკუმენტის ტექსტში მკაცრი ფორმულირებების შეტანას ცდილობდნენ.

მან ტექსტის წითელად ჩასწორებული ვერსია თავის Facebook-ზე გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "G20-ს საამაყო არაფერი აქვს." ნიკოლენკოს შეფასებით, უკრაინული მხარის მონაწილეობა მათ სიტუაციის უკეთ გაგების საშუალებას მისცემდა.

როგორც ნიკოლენკო წერს, დეკლარაციაში უნდა აღნიშნულიყო, რომ რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ. იმის ნაცვლად, რომ ისაუბრონ "უკრაინის ომზე" და ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ და არა "ყველა ქვეყანამ" უნდა შეიკავოს თავი ძალის გამოყენებისგან.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამიტის მონაწილეებს მკაცრად უნდა დაეგმოთ რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთისთვის დაუყოვნებლივ ომის დასრულებისკენ მოეწოდებინათ.

ცნობისთვის, G20-ის ლიდერები ერთობლივ დეკლარაციაზე გუშინ, 9 სექტემბერს, შეთანხმდნენ. უკრაინისგან განსხვავებით, დასავლეთი დეკლარაციას მნიშვნელოვან მონაპოვრად მიიჩნევს. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ რიში სუნაკის შეფასებით კი, ერთობლივ დეკლარაციას უკრაინაში ომის შესახებ "ძალიან ძლიერი ენა" აქვს.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი