კიმ ჩენ ინისა და პუტინის შეხვედრა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში გაიმართება - პესკოვი

გამოქვეყნდა:

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა შორეულ აღმოსავლეთში გაიმართება. მისივე თქმით, იქნება მოლაპარაკება დელეგაციებს შორის, ასევე პირისპირ შეხვედრა და ოფიციალური ვახშამი კიმ ჩენ ინის პატივსაცემად. 

"როგორც ვთქვით, ამ დღეებში პრეზიდენტ პუტინს ექნება კომუნიკაცია ჩვენს სტუმართან - კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (DPRK) ლიდერთან. მოლაპარაკებები გაიმართება, საუბარია ორ დელეგაციას შორის მოლაპარაკებებზე, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ორი ქვეყნის ლიდერები ხელმძღვანელობენ. და იქნება პირისპირ კომუნიკაცია, იქნება ოფიციალური ვახშამი პუტინის სახელით კიმ ჩენ ინის პატივსაცემად", - თქვა პესკოვმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების დროს მოხდება აზრთა გაცვლა რეგიონში არსებულ სიტუაციაზე და ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობებზე.

"რა თქმა უნდა, როგორც მეზობლები, ჩვენი ქვეყნები თანამშრომლობენ მგრძნობიარე სფეროებში, რაც არ უნდა გახდეს საჯარო გამჟღავნების ან განცხადების საგანი. ეს სრულიად ბუნებრივია მეზობელი ქვეყნებისთვის", - დასძინა პესკოვმა. 

The New York Times-მა 5 სექტემბერს პირველად გაავრცელა ინფორმაცია რუსეთში კიმისა და პუტინის პოტენციური შეხვედრის შესახებ და დაწერა, რომ ის სავარაუდოდ ამ თვეში გაიმართება. მედია ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერდა, რომ ორი ქვეყნის პირველი პირი განიხილავს რუსული არმიისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებისა და სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად. იხილეთ: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი