
სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, 13 სექტემბრის ღამეს, ოდესის ოლქის თავზე, თავდაცვამ 32 დრონი ჩამოგადო. უწყება ამბობს, რომ შეტევა 4,5 საათი გრძელდებოდა, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარტყა დუნაის რეგიონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
"საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 32 უპილოტო საფრენი აპარატი "შაჰიდ-131/136". სამწუხაროდ, პორტის ინფრასტრუქტურაზე დარტყმამ დააზიანა არასაცხოვრებელი შენობები და სატვირთო ავტოსადგომზე ხანძარი გამოიწვია. ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. 7 მძღოლი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს", - აცხადებს უწყება.
ამავე თემაზე: