უკრაინულმა თავდაცვის ძალებმა შავ ზღვაში ოკუპანტების კატარღა KS-701 "ტუნა" გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის ძალები ავრცელებს და წერს, რომ კატარღა ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ჩაიძირა.
ცნობილია, რომ აღნიშნული კატარღა პატრულირებისთვის გამოიყენება.
შეგახსენებთ, დღეს, 13 ივნისს, გამთენიისას, სევასტოპოლში სარაკეტო დარტყმის დროს რუსული დიდი სადესანტო ხომალდი "მინსკიც" დაზიანდა.