რუსეთის თავდაცვა ამბობს, რომ უკრაინამ შავი ზღვის ფლოტის გემ "სერგეი კოტოვზე" შეტევა სცადა

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ უკრაინამ შავი ზღვის ფლოტის ხომალდ "სერგეი კოტოვს" 5 უეკიპაჟო კატერით შეუტია. უწყების მტკიცებით, ყველა მათგანი გაანადურეს. განცხადებაში აღნიშნული არაა დაზიანდა თუ არა გემი.

"14 სექტემბერს, დაახლოებით 05:00 საათზე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სცადეს შეტევა შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემზე სერგეი კოტოვზე შავ ზღვაში ხუთი უპილოტო კატერით. თავდასხმის მოგერიებისას მტრის ხუთი უპილოტო ნავი განადგურდა გემის სტანდარტული იარაღის ცეცხლით", - წერია განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვამ გუშინ, 13 სექტემბერსაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებს შეუტიეს 3 უეკიპაჟო კატერით და სამივე საპატრულო გემმა "ვასილი ბიკოვმა" გაანადგურა. 

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი