
ახალ ზელანდიაში კორონავირუსის გავრცელების გამო არჩევნები 17 ოქტომბრამდე გადადეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა, ჯასინდა არდერნმა გამოაცხადა.
აშკარაა, რომ ჩვენი, როგორც მთავრობის მთავარი პრიორიტეტია კორონავირუსის გავრცელების შეკავება და გაკონტროლება, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოიხსნას შეზღუდვები ახალ ზელანდიაში, - თქვა ჯასინდა არდერნმა.
მისი განცხადებით, საარჩევნო კამპანიის პერიოდში ოკლენდში კორონავირუსის "დაბრუნება" შემაშფოთებელი გახდა.
ახალ ზელანდიაში 100 დღის განმავლობაში არცერთი ადგილობრივი დაინფიცირების შემთხვევა არ ჰქონიათ, რის შემდეგაც, პარასკევს ქვეყანაში კორონავირუსის 12 შიდა გადაცემა დადასტურდა. ახალი კლასტერის გაჩენის შემდეგ ახალი ზელანდიის მთავრობამ ქალაქი ოკლენდი კარანტინის ზონად გამოაცხადა.
ახალი ზელანდიის ცნობით, ქვეყანაში სულ კორონავირუსისი 1 271 შემთხვევაა, მათგან 22 ადამიანი გარდაცვლილია. პრემიერის განცხადებით, არჩევნების თარიღი აღარ შეიცვლება.