ხარვეზი სისტემაშია, რომელიც 30-იანი წლების საუკეთესო ტრადიციით გვესაუბრება - კონსერვატორიის რექტორი წულუკიანს

გამოქვეყნდა:

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, ნანა შარიქაძე კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას პასუხობს. მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ კონსერვატორიაში რეფორმაა ჩასატარებელი, რადგან ხელმძღვანელობას თვალშისაცემი ხარვეზი აქვს.

"აკადემიური თავისუფლება და უმაღლესის ავტონომია არის ფასეულობა და არავის აქვს მისი ხელყოფის უფლება.

განათლების ხარისხი აკადემიური პერსონალის გარეშე არ არსებობს. ამ პერსონალმა და მისმა მენეჯმენტმა აკრედიტაციის ჯგუფის წინასწარი მიგნებებით მაღალი შეფასება მიიღეს, სწორედ იმ რეფორმების გამო, რომელიც 21-ე საუკუნის კურიკულუმთან თავსებადობას გულისხმობს…

ამ ხარისხის გამოა, რომ აგერ უკვე 106 წლის მანძილზე ამ ქვეყნის კულტურის სავიზიტო ბარათს ვაწარმოებთ საერთაშორისო მასშტაბით.

ხარვეზი სისტემაშია, რომელიც 2023 წელს გასული საუკუნის 30-იან წლების საუკეთესო ტრადიციით გვესაუბრება. სამწუხაროა, რომ რეფორმა ამ სისტემას არ შეხებია.

… სულ მაინტერესებდა რატომ არ ჭირდება ამ ქვეყანას საქმის მცოდნე და იდეით შეპყრობილი ადამიანები? - წერს ნანა შარიქაძე.

იხილეთ:

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი