"თუ დახმარებას არ მივიღებთ, ომს წავაგებთ" | ზელენსკის მიმართვა კონგრესმენებს

გამოქვეყნდა:

"თუ დახმარებას არ მივიღებთ, ომს წავაგებთ", - ასე დაიწყო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესმენებთან სიტყვით გამოსვლა. მან შეკრებილებს უკრაინისთვის დამატებითი დახმარების დამტკიცებისკენ მოუწოდა. 

კონგრესში შეხვედრების შემდეგ ზელენსკი თეთრ სახლში ჯო ბაიდენს შეხვდება. როგორც ცნობილია, აშშ-ის კონგრესი უკრაინისთვის 24 მილიარდი დოლარის დამატებითი დახმარების თაობაზე თეთრი სახლის მოთხოვნას განიხილავს. 

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინისა და რუსეთის შეჭრით დაზარალებული სხვა ქვეყნებისთვის 24 მილიარდის გამოყოფა სთხოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი