რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქში რეკრეაციული ინფრასტრუქტურა დაბომბეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ბელგოროდ-დნესტრის რეგიონი დაზიანდა.
"სამწუხაროდ, დაზარალდა რეკრეაციული ინფრასტრუქტურა. შემთხვევის ადგილას ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი არ ყოფილა", - წერს რეგიონის გუბერნატორი.
შეგახსენებთ, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რაიონზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა.