ზელენსკი კანადის პრემიერმინისტრს, ჯასტინ ტრუდოს შეხვდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პრემიერმინისტრს, ჯასტინ ტრუდოს შეხვდა

ზელენსკი კანადის პარლამენტში მივიდა. მან ქვეყნის ხელისუფლებასა და ხალხს უკრაინის მრხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

''მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ მიიღეთ უკრაინელები ამ რთულ პერიოდში, დაგვეხმარეთ ბრძოლის ველზე - სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებით. გმადლობთ, რომ ჩვენს გვერდით ხართ, ჩვენი გამარჯვებისთვის'' - განაცხადა ზელენსკიმ 

თავის მხრივ ტრუდომ განაცხადა, რომ ზელენსკისთან შეხვედრა არის შესაძლებლობა, რომ მკვეთრად გამოხატონ უკრაინის მხარდაჭერა. კანადური მედიის ცნობით, მოგვიანებით ზელენსკი კანადელ კანონმდებლებსაც შეხვდება. 

შეგახსენებთ, კანადაში სტუმრობამდე უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში იმყოფებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი