უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ხვდება.
მანამდე ზელენსკი შეხვდა კონგრესმენებსაც. სადაცმან შეკრებილებს უკრაინისთვის დამატებითი დახმარების დამტკიცებისკენ მოუწოდა და უთხრა: "თუ დახმარებას არ მივიღებთ, ომს წავაგებთ".
დღესვე, ზელენსკი ვაშინგტონში აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსაც შეხვდა
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესი უკრაინისთვის 24 მილიარდი დოლარის დამატებითი დახმარების თაობაზე თეთრი სახლის მოთხოვნას განიხილავს.