ნათია თურნავას უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს

გამოქვეყნდა:

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი დაიმატა. ინფორმაციას BMG ავრცელებს და წერს, რომ ამ პოსტზე მალხაზ ღუღუნიშვილი დაინიშნა. აქამდე ეროვნულ ბანკში მსგავსი პოზიცია არ არსებობდა.

მალხაზ ღუღუნიშვილი ამ დრომდე საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი იყო. ის ამ პოსტზე გიორგი ფერაძემ შეცვალა. ამ დროისთვის ნათია თურნავას 2 მრჩეველი ჰყავს. 

შეგახსენებთ, 19 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა.

ფარცხალაძისთვის დაშვებული გამონაკლისის გამო, 20 სექტემბერს გიორგი ბაქრაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა დატოვა. ამავე დღეს თანამდებობიდან დატოვების შესახებ განაცხადა სამმა ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ.

ამის შემდეგ კი საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში ორი ახალი წევრი, ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი, აირჩია. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი