ე.წ. კარვების კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმაც დაუჭირა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ დაინიცირებულ "შეკრებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, პირველი მოსმენით მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმაც დაუჭირა.

კანონპროექტით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: ა) საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ბ) ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; გ) იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; დ) შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი და მმართველი პარტიის დეპუტატი გივი მიქანაძე "მთავარ არხთან" აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილებების მომზადების საფუძველი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გაკეთებული განცხადებაა. მიქანაძის მტკიცებით, "ოცნება" გამოძიებას ელოდება, მაგრამ ამ კანონით "პრევენციულ ზომებს" იღებს.

ოპონენტები კი ხელისუფლებას ინიციატივის დაუყოვნებლივ უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ და კანონპროექტს "მორიგ რუსულ კანონს" უწოდებენ. მათი შეფასებით, მმართველი გუნდი ცდილობს, დააშინოს ყველა, ვისაც საწინააღმდეგო პოზიცია გააჩნია და შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

ასევე ნახეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი