შოიგუს მტკიცებით, მობილიზაციის ახალი ტალღა არ იგეგმება

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ამტკიცებს, რომ დამატებითი მობილიზაციის საჭიროება არ არსებობს, რადგან კრემლს ჯარის საჭირო რაოდენობა ჰყავს უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად.

"გენერალურ შტაბში დამატებითი მობილიზაცია არ იგეგმება. შეიარაღებულ ძალებს ჰყავს სამხედრო პერსონალის საჭირო რაოდენობა სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად", - თქვა შოიგუმ.

შოიგუ ამტკიცებს, რომ მხოლოდ სექტემბერში 50 ათასზე მეტმა ადამიანმა გააფორმა სამხედრო კონტრაქტი, წლის დასაწყისიდან კი 335 ათასზე მეტი პირი შეუერთდა სამხედრო ძალებს. იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი