"ჩვენი პირველი შეხვედრა... უკრაინა დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობით" | ზელენსკი ფაშინიანს შეხვდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთში სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავას ზელენსკი Twitter-ზე ავრცელებს. 

როგორც ის წერს, ფაშინიანთან ეს მისი პირველი შეხვედრა იყო, სადაც მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში არსებული უსაფრთხოების სიტუაცია განიხილეს. 

"ჩვენი პირველი შეხვედრის განმავლობაში, სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მე ვკონცენტრირდით სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე. უკრაინა დაინტერესებულია რეგიონში სტაბილურობით და ერებს შორის მეგობრობით. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობასა და რეგიონთაშორის ეკონომიკურ პროექტებზე", - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთში, ქალაქ გრანადაში იმყოფება, სადაც ევროპული გაერთიანების სამიტზე იმყოფება, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ალიანსის გაფართოების საკითხს განიხილავენ. სამიტზე ჩავიდასაქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი