რუსების ხარკოვზე თავდასხმას 10 წლის დაღუპული ბიჭის ბებიაც ემსხვერპლა | ბოლო ცნობები

გამოქვეყნდა:

უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა.
როგორც ოლქის ხელმძღვანელი, ოლეგ სინებუგოვი იტყობინება, დაიღუპა იმ 10 წლის ბიჭის ბებიაც, რომელიც ნანგრევებიდან ამოასვენეს.

"ადგილზე, სადაც რუსული რაკეტა ხარკოვის საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, მაშველებმა 68 წლის გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 10 წლის ბიჭის ბებიაა," - თქვა სინებუგოვმა.

შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური მუშაობას განაგრძობს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი