"შაბათს დილით, როდესაც ოჯახები სიმხათ თორას აღნიშნავენ და ერთად ყოფნით უნდა ტკბებოდნენ, თავშესაფარში გაქცევა უწევთ" - საქართველოში ისრაელის ელჩი

გამოქვეყნდა:

"შაბათს დილით, როდესაც ოჯახები სიმხათ თორას აღნიშნავენ და უბრალოდ ერთად ყოფნით უნდა ტკბებოდნენ, თავშესაფარში გაქცევა უწევთ,"  – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი სოციალურ ქსელში წერს. 

"მასიური სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე, რომელიც დილით ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ განახორციელა. შაბათს დილით, როდესაც ოჯახები იკრიბებიან, სიმხათ თორას აღნიშნავენ, და როდესაც უბრალოდ, ერთად ყოფნით უნდა ტკბებოდნენ, მათ თავშესაფარში გაქცევა უწევთ," - წერს  ჰადას მეიცადი.

ცნობისთვის, დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო. მისმა მეთაურმა თავდასხმას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 6 და დაშავდა 300 მოქალაქე.

მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი