ეროვნულ ბანკს სამართალშემოქმედებისა და ევროკავშირის სამართალთან დაახლოების განყოფილების უფროსი, თამარ ქუსიკაშვილიც ტოვებს. ის მიზეზებზე მედიასთან არ საუბრობს.
"ვადასტურებ და კომენტარს არ გავაკეთებ. გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და მიზეზებზე არ მსურს საუბარი", - განუცხადა ქუსიკაშვილმა "ფორმულას."
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის, ნათია თურნავას მიერ 19 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ფინანსურ ანგარიშებზე წვდომა აღუდგა.
ამის შემდეგ ეროვნული ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა
და ნიკოლოზ გაგუამ დატოვეს. პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა დატოვა გიორგი ბაქრაძემაც.
მოგვიანებით, სებ-ის ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსის პოსტიდან წავიდა გვანცა ცქიტიშვილი.
ასევე ნახეთ: