კინოცენტრის ყოფილი თანამშრომლების სარჩელი სასამართლომ განსახილველად მიიღო

გამოქვეყნდა:

"პუბლიკას" ინფორმაციით, კინოცენტრის ყოფილი თანამშრომლების სარჩელი საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. 

სასამართლოს კინოცენტრის დირექტორის პირველმა მოადგილემ მაია ჭილაშვილმა, დირექტორის ყოფილმა მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა, პორტალის მენეჯერმა დავით დავითიანმა და კინოკომისიის მიმართულების მენეჯერმა, დავით ვაშაძემ, მიმართეს. 

კინოცენტრის ყოფილი თანამშრომლები გათავისუფლების შესახებ დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის აღდგენას მოითხოვენ. კუხალაშვილი მოითხოვს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასაც და ასაჩივრებს რეორგანიზაციის შესახებ ბრძანებას. სასამართლოში მათ ინტერესებს "გილდია" იცავს.

შეგახსენებთ, 10 ივნისს თეა წულუკიანმა კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დაინიშნა. 

მან კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა, რასაც ხელოვანების პროტესტი მოჰყვა.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი