თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამშაბათს სატელეფონო საუბრისას განიხილა ისრაელისა და "ჰამასის" ომი რუს კოლეგა, ვლადიმერ პუტინთან. კრემლმა განაცხადა, რომ ყურადღება გამახვილდა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და მოლაპარაკებების განახლებაზე.
თურქეთის პრეზიდენტმა განცხადებაში აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ლიდერმა განიხილა ზომები დაძაბულობის გაზრდის თავიდან ასაცილებლად და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ინიციატივები.
კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ კონფლიქტი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ "ორი სახელმწიფოს" გეგმის საფუძველზე, პალესტინის სახელმწიფოს შექმნით, რომლის დედაქალაქი იქნება აღმოსავლეთ იერუსალიმი.
თურქეთის განცხადებაში ნათქვამია, რომ ანკარა გააგრძელებს ძალისხმევას რეგიონში სიმშვიდის უზრუნველსაყოფად.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
ისრაელისა და "ჰამასის" ომს უკვე 2 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.