ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ისრაელში ჩავიდნენ. მათ შეხვედრები აქვთ დაგეგმილი ისრაელის ოფიციალურ პირებთან.
"აქ ვართ, რათა გამოვხატოთ სოლიდარობა მას შემდეგ, რაც ისრაელი თაობების განმავლობაში ყველაზე საშინელი ტერორისტული თავდასხმის წინაშე აღმოჩნდა. ტერორი ვერ გაიმარჯვებს. მნიშვნელოვანია, როგორ ვუპასუხებთ. ჩვენ შეგვიძლია და უნდა შევაჩეროთ "ჰამასი", გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია ჰუმანიტარული შედეგების შესამსუბუქებლად," - წერს მეცოლა X-ზე.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.