არაბულ ქვეყნებში, იორდანიაში, საუდის არაბეთში, ბაჰრეინსა და კატარში ვიზიტების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში დაბრუნდება. ინფორმაციას
უცხოური მედიია ავრცელებს, თუმცა ამ დროისთვის დეტალები უცნობია.
არსებული ვითარების დიპლომატიური გზებით მოგვარების მიზნით, ბლინკენი იმყოფებოდა ისრაელში,
საუდის არაბეთში, იორდანიასა და კატარშიც. სახელმწიფო მდივანი გეგმავს ეგვიპტეში გამგზავრებასაც.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
იხილეთ ასევე: